Mel Veritas

MEL VERITAS-ის წარმატება კოპენჰაგენში – APIMONDIA 2025

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი: ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მეფუტკრეობის ღონისძიებაზე – Apimondia 2025, რომელიც 23-27 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა.

MEL VERITAS-მა საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინა გამორჩეული ქართული თაფლის სახეობები და ფუტკრის პროდუქტები. ჩვენი სტენდი ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა:

  • უნიკალური გემო და ხარისხი: სტუმრებზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი თაფლის ორგანოლეპტიკურმა თვისებებმა და სისუფთავის მაღალმა მაჩვენებლებმა.
  • საერთაშორისო აღიარება: კონგრესის ფარგლებში, ჩვენს გუნდს გადაეცა დაფასების სერტიფიკატი (Certificate of Appreciation), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს MEL VERITAS-ის წვლილს ქართული მეფუტკრეობის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში.
  • საპატიო სტუმარი: ჩვენს სტენდს ეწვია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში, ქალბატონი ნატა მენაბდე, რომელთან ერთადაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების პერსპექტივები.

121 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, MEL VERITAS-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ თაფლს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიო მეფუტკრეობის რუკაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა თქვენამდე მხოლოდ საუკეთესო, ნატურალური და პრემიუმ ხარისხის პროდუქტი მოვიტანოთ.

მადლობას გიხდით ნდობისთვის!

გალერეა