ჭეო არის ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული სადედე ფუტკრის რძით, ფერმეტებით, ბიოსინთეზით, აკონსერვებს თაფლით და გადაბეჭდავს ცვილით. ჭეო განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს, ამიტომ ურჩევენ მის მიღებას, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს, პროფესორ მასწავლებლებს, ბიზნესმენებს, სპორტის ოსტატებს და დამწყებ თუ მომქმედ სპორტსმენებს. ჭეო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აქვს ბუნებრივი გზით წონაში კლების საოცარი ეფექტი. ლიპიდების სახით ჭეო შეიცავს ფოსფოლიპიდებს, ფიგოსტერინებს და სხვ. ლინოლინის და არაქნოიდის მჟავებს გააჩნია F- ვიტამინური აქტივობა, ადამიანის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონალურ პროცესებს, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და ხელს უწყობენ მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ფოსფოლიპიდები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ფიტოსტერინები ეწინააღმდეგებიან ათეროსკლეროზს. ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს გლუკოზა და ფრუქტოზა იკავებენ. მცირე ადგილს იკავებენ დისაქარიდები - მალტოზა და საქაროზა და პოლისაქარიდები - სახამებელი, პექტინური ნივთიერებები. ჭეოს მდიდარი შემადგენლობიდან გამომდინარე მას გააჩნია მრავალი ფარმაკოლოგიური თვისება: ანტირადიაციული,ანტივირუსული, დაზიანებული ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღმდგენი და მომწესრიგებელი, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ანტიდეპრესიული,ანტისტრესული, ანტიტოქსიკური და სხვა. ჭეო წარმატებით გამოიყენება მედიცინაში სხვა და სხვა დაავადებათა დროს: ანემიის, ნევროზის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ინსულტის, ასთმის ჰეპატიტის, ცეროზის, ადენომის, იმპოტენციის, ჩიყვის, ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, კუჭ-ნაწლავთა ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა. ჭეო მეფუტკრეობის პროდუქტებიდან ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია,რადგან ფუტკრის ნერწყვში შემავალი ფერმენტები შლიან ჭეოში არსებულ ალერგინებს. ჭეო გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური ისე სამკურნალო მიზნით.