საქართველო არა მხოლოდ მეღვინეობის, არამედ მეფუტკრეობის სამშობლოცაა. ეს დამტკიცდა მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა 2003 წელს საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით, ანუ დაახლოებით 5500 წლის არის და თარიღდება ძვ.წ. 35-ე საუკუნით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა 2 კერამიკული ჭურჭელი, სადაც თაფლი იყო ჩასხმული. ეს თაფლი დაახლოებით 20 საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი უძველესი თაფლი, რომელიც ეგვიპტეში, ტუტანხამონის (მეფობდა ძვ.წ. 1347-1337 წწ.) სამარხში იყო ნაპოვნი. ბერძენი მათემატიკოსი პითაგორა, რომელიც გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, ამტკიცებდა, რომ მისი ხანგრძლივი და რაც მთავარია ნაყოფიერი ცხოვრების საიდუმლოება მხოლოდ თაფლის ყოველდღიურ მიღებაშია.