როდოდენდრონის თაფლი მიიღება ენდემური ყვავილების ნექტარიდან, როგორიცაა Rhododendron ponticum და Rhododendron luteum. ადგილობრივებმა მას უცნაური სახელი – „შეშლილი თაფლი“ („mad honey“) შეარქვეს მისი ჰალუცინოგენური და მსუბუქი საფაღარათო ეფექტების გამო. ეს თაფლი შეიცავს გრეიანოტოქსინს (ანდრომედოტოქსინს), რომელიც როდოდენდრონმა მწერებისა და ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით გამოიმუშავა. გარკვეულ პირობებში ფუტკრები აგროვებენ ამ ყვავილების ნექტარს და ტოქსინს თაფლში გადმოსცემენ. ზედმეტი რაოდენობით მიღებულ როდოდენდრონის თაფლით ინტოქსიკაციას შეიძლება ახლდეს სხვადასხვა სიმპტომი: დაბალი წნევა, პირღებინება, ჭარბი ნერწყვდენა, კოორდინაციის დაკარგვა, კუნთოვანი სისტემის სისუსტე და გახშირებული გულისცემა. მეფუტკრეები ცდილობენ, მსგავსი თაფლი სკაში არ მოხვდეს. თუმცა, მსოფლიოში მაინც არიან მომხმარებლები, რომლებიც ამ ეგზოტიკურ თაფლს განსაკუთრებულად აფასებენ. იგი გამოიყენება სამკურნალო მიზნებისთვის და სხვადასხვა დაავადების დროს.