ცაცხვის თაფლი ფართოდ გამოიყენება. ძირითადად გრიპისა და სიცხის დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება, ასევე ორგანიზმის გამაგრებისთვის და გულის ფუნქციის მხარდაჭერის მიზნით. აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში იგი ფართოდ გამოიყენება ყელის ტკივილის, რინიტის და ლარინგიტის სამკურნალოდ. ცაცხვის თაფლი ლიმონთან ერთად ხელს უწყობს გრიპისა და სურდოს პრევენციას, ხოლო ჩაიში შეზავებით - ღვიძლისა და ნაღველკენჭოვანი პრობლემების სამკურნალოდ. ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებას. გარე გამოყენებისთვის ცაცხვის თაფლი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ეგზემის და დამწვრობის მკურნალობას. გამოიყენება ასევე ბრონქების და სხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.